07:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 11:44:21, 1355 ნახვა

საზოგადოება
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები“, - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics