08:24 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 10:34:17, 1472 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროექტის  ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის საერთაშორისო ექსპერტმა, რუთ სობრინო გომესმა დაინტერესებულ მხარეებს კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების  სტრატეგია წარუდგინა. განათლების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ კი, ჯგუფის წევრებს  საგანმანათლებლო მასალები გააცნო, რომლებიც განკუთვნილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების,  გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ეკოკლუბებისთვის.

შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ბუნებრივი საფრთხეების კატასტროფების მართვის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

მასალების გაცნობის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გამოყენების სხვადასხვა მეთოდსა და მიდგომებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, რომელსაც პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი.

პროგრამა „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics