2015-09-11 09:52:44, 674 ნახვა
საზოგადოება
დღეს 9/ 11 -ის ტერაქტიდან 14 წელი შესრულდა
11 სექტემბერს 9/ 11 -ის ტერაქტიდან 14 წელი შესრულდა. ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, 11 სექტმბერს, ლიტერატურულ კაფეში „ნოველა“ გაიმართება 9/11 ისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ 9/11 ის ამსახველი ფოტოები, აგრეთვე 2014-2015 წელს, 9/11-ისადმი მიძღვნილი მყინვარზე „მყინვარწვერი“ ლაშქრობის ამსახველი ფოტოები.
სტუმრებს საშუალება ექნებათ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებულ მეტალის კონსტრუქციის ხეზე 9/11 ის სოლიდარობის ნიშნად სიმბოლურად შეაბან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერი ლენტები.
ღონისძიება ტარდება ქ.თბილისის მერიის და ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან