|
2020-08-21 13:23:29, 10746 ნახვა
სპორტი
თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ მწვრთნელის გადაბირებას ცდილობს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა, ინფორმაციას მწვრთნელიც ადასტურებს. როგორც ნემსაძე აღნიშნავს, იყო სატელეფონო საუბარი, თუმცა ესეთი საკითხები ტელეფონით არ გვარდება. ამ დროისთვის უცნობია გორის "დილას" პოზიცია. „დამირეკეს, მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, თუმცა ჩვენ შორის შეხვედრა არ ყოფილა. ასეთი საკითხი პირადად ნახვის გარეშე ვერ გადაწყდება. დიდი საფიქრალი მაქვს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. თანაც, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, კლუბი რას იტყვის, მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება, დინამოს შეთავაზება არ განიხილო? თბილისში დავიბადე და ამ გუნდში გავიზარდე, 15 წლიდან ვთამაშობდი დინამოში, კარიერაც დინამო თბილისში დავასრულე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი მშობლიური კლუბია და მოხარული ვიქნები, თუ ამ გუნდის კეთილდღეობაში ჩემს წვლილს შევიტან. დიდი სურვილი მაქვს, დინამო თბილისის მწვრთნელი გავხდე. ყველა ქართულ კლუბს ვემსახურები, ვინც პირობას შექმნის კარგი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ ახლა დინამოზეა საუბარი. დილასგან წინაღობაა და თუ მათთან მოვახერხებ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წამოსვლას, შემდეგ უფრო რეალური იქნება დინამო თბილისში მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ნემსაძემ adjarasport.com-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ კახა ჩხეტიანმა თბილისის „დინამო“ საკუთარი სურვილით დატოვა. ჩხეტიანი თბილისურმა კლუბმა ქუთაისის „ტორპედოდან“ გადაიბირა, ქუთაისელი სპეციალისტი ახალ გუნდს თითქმის ერთი წელი წვრთნიდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)