|
2020-08-17 18:58:44, 1036 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ და მთელი საზოგადოების ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება და ევროპული კოალიციის შეკვრაა. „ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება. ეს არ არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ეს ვერ მოხდება. კიდევ უფრო გაუგებარია, თუ რომელიმე სხვა პარტიას არ მოსწონს, რომ მათი დღევანდელი ლიდერები არ გვინდა ხელისუფლებაში. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გვინდა რომ იყვნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში, როგორც ყველა პარტიას. სრულიად ავტორიტარული ინსტიქტია თუ ვინმე ბრაზდება იმაზე, რატომ არ მოგწონთ ჩვენი ლიდერებიო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)