20:29 - 26 Jul, 2026
|
2020-08-17 13:59:03, 954 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა, არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი
ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკა და ევროპა დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველოში სამართალიანად და თავისუფლად ჩატარდეს არჩევნები. „ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა, არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც. როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ინტერესი საკმაოდ დიდია, რომ არჩევნები სამართალიანად და თავისუფლად ჩატარდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)