|
2020-08-14 23:39:33, 1092 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ, სადაც 70 ადამიანია დასაქმებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების" ლიდერებს მარნის მფლობელმა შალვა ხეცურიანმა უმასპინძლა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ესაუბრა. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისთვის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება პრიორიტეტულია და ხაზი გაუსვეს ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელობას. ხეცურიანის ღვინის მარანი წელიწადში 120 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს. ღვინო ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და რუსეთში. ხეცურიანის ღვინის მარანში 70 ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)