|
2020-08-13 18:49:55, 1255 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - მეეჭვება, რომ ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა, მაღალი დონის არჩევნებიც აინტერესებდეთ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის სახლემწიფო მდივნის მოადგილის განცხადება „ქართულ ოცნებას“ მსგავს პათოსს ატარებს. ვოლსკი არ არის დარწმუნებული, რომ ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა, მაღალი დონის არჩევნები აინტერესებდეთ. „ეს არ არის გზავნილი, რომელსაც ვიღებთ ისე, როგორც სიახლეს. ვინაიდან ზუსტად იგივე გზავნილები, იგივე განწყობა და იგივე პათოსი გააჩნია ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლებაც, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დესტრუქციულ პროცესებს არ მიეცეს განვითარების საშუალება. არ ვარ დარწმუნებული, ჩვენს ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა აინტერესებდეთ შედგეს მაღალი დონისა და სტანდარტების არჩევნები",- განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)