|
2020-08-12 18:39:21, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ჯარი, საპატრიარქო და მედია ინსტიტუციებში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო“ (IRI) 2020 წლის ივნისი-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი გამოკითხულთა მხრიდან ქართული ინსტიტუციების შეფასებასაც მოიცავს. „ახლა წაგიკითხავთ ზოგიერთი ქართული ინსტიტუციისა თუ ორგანიზაციის სახელწოდებას. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება თითოეული ინსტიტუციის საქმიანობაზე“, – ამ ფორმულირებით დასმული კითხვის საპასუხოდ შედეგები ასე გადანაწილდა: ყველაზე მეტი, 89% დადებითად აფასებს ქართულ ჯარს; 85% დადებითად აფასებს საპატრიარქოს; 71% – ქართული მედიას; 65% – იუსტიციის სახლს; 62% – პოლიციას; 59% – მთავრობის ადმინისტრაციას; 53% – ადგილობრივ ხელისუფლებას; 50% – მთავრობას (მინისტრთა კაბინეტს); 49% – საჯარო განათლების სისტემას; 46% – საქართველოს პარლამენტს; 43% – ცესკოს 36% – პრეზიდენტის ადმინისტრაციას; 34-34% – ეროვნულ ბანკსა და პოლიტიკურ პარტიებს; 33% – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; 32-32% – პროკურატურასა და სასამართლოს; 30% – გუბერნატორებს; 25% – სავაჭრო გაერთიანებებს. ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)