15:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 17:18:46, 1226 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის ადვოკატი - პროკურატურას არ მივცემ იმის უფლებას, რომ დაცვის უფლების განხორციელებაში შეგვზღუდოს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურის მიზანია, რომ ადვოკატებმა არ ისაუბრონ ამ არარსებულ მტკიცებულებებზე.

მამულაშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ მისცემენ ადვოკატების იმის უფლებას, რომ დაცვის უფლების განხორციელებაში შეზღუდონ.

„არ გამჟღავნებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენი უფლებაა და არ მივცემ პროკურატურას იმის უფლებას, რომ შეგვზღუდოს დაცვის უფლების განხორციელებაში. საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურის მიზანია ადვოკატებმა არ ისაუბრონ არარსებულ მტკიცებულებებზე“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა და ისინი შაქარაშვილის საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics