15:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 12:07:35, 2190 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი

პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაოკუპირებულ საქართველოში.

„დღეს არის ტრაგიკული დღე ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც რამოდენიმე ასეული წელია ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა. დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა. ჩვენი, ყველას ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ. პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics