|
2020-08-05 18:50:50, 2434 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მინდა ვკითხო თბილისელებს, თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით?
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანების განაწყენება და გაღიზიანება სამართლიანად ესმის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა რას გააკეთებდა რიგითი მოქალაქე იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები მოეგვარებინა. „შეიძლება სადღაც რომელიღაც განვითარებულ ქალაქში „საცობის“ პრობლემა გარკვეული პროექტით მოაგვარეს, თუმცა ჩვენ იმას ვერ გადმოვიტანთ, ვერ დავაკოპირებთ. შეუძლებელია ამის გაკეთება. თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე სპეციფიურია, თითოეულ ქუჩას დამუშავება და დაგეგმარება სჭირდება, რაზეც შესაბამისი ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ. მინდა, არა როგორც ქალაქის მერმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, დავუსვა იმ ადამიანებს შეკითხვა, ვინც რაღაცით განაწყენდნენ ან გაღიზიანდნენ სამართლიანად. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიბოდიშოთ შაბათს მომხდარი შეფერხებისთვის. თუმცა თქვენ, რიგითი თბილისელები, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და არ მინდა ჩემს რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს. პირიქით, თუ გასაკეთებელია დღეს, გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ხვალ წაადგება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და მის ფარგლებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი ყველა რეფორმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ის ადამიანები კი, ვინც დღეს უკმაყოფილოები არიან, მომავალში თავად დაინახავენ რეფორმის შედეგებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმის სიკეთეებს მოვესწრებით. ის ადამიანები, ვინც დღეს გვლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მადლობას გადაგვიხდიან. ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)