18:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 14:34:36, 3599 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.

მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ისარგებლებს, როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური 715 000 ლარს შეადგენს.

ლაბორატორია „პრაიმლაბი" 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით, თუმცა პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭება კოვიდ 19-ის პისიარ ტესტებს. კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის გახსნის ან გაფართოების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს შეუძლია პარალელურად ისარგებლოს, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics