14:12 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:00:08, 3426 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნდობა სრულად ჩამოშლილია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის თავზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნდობა სრულად ჩამოშლილია.

მისივე თქმით, ამერიკის ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, რომ წაიკითხონ და გაითვალისწინონ სენატის და კონგრესის განცხადებები.

„8 წლიანი მმართველობის თავზე სრულად ჩამოშლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ნდობა. ჩვენ ვზიანდებით მათი ყველა განცხადებით. რაც ყველაზე მთავარია, გუშინ ამერიკის ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, რომ წაიკითხონ და გაითვალისწინონ სენატის და კონგრესის განცხადებები. ამით ყველა მანიპულაცია დახურულია, რასაც აქამდე ეს დამსხვრეული „ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები ეწეოდნენ. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არის იმ საშინელი შიმშილისა და სიღარიბის განმაპირობებელი, რომელიც ახლა ხდება. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფოს მხარდაჭერას არ ვიყენებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics