|
2020-07-23 11:31:34, 1730 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს აქტიურად ვეხმარებით
შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ ეხმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსავლის აღების პროცესს ნიქოზის თემში, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო. „კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. ახლა ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. მოსავალს იღებენ საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზშიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ტექნიკის საშუალებით მოსავალი უკვე აღებულია 12 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ გვაქვს ჭარბი მოსავალი. ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად არის ორგანიზებული, რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ შეფერხება მოსავლის დაბინავების პროცესში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც. ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარს, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარს შეადგენს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)