19:17 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 15:48:58, 3130 ნახვა

საზოგადოება
საგადასახადო ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან დიალოგს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო დანახარჯების შემცირების მიზნით, საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღლტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ინფორმაცია, საქონლის ჩამოწერის ახალი, გამარტივებული ნორმების შესახებ, კერძოდ:  100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10962





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics