19:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 11:16:01, 1401 ნახვა

საზოგადოება
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. გოგონას მეხუთე დღეა ეძებენ.

გუშინ გვიან ღამით აქცია იყო ფონიჭალაში. ბაჩალიაშვილის ოჯახმა მეზობლებთან ერთად გზა გადაკეტა და სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალის ჩართვას მოითხოვდნენ.

აქციაზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიას გაარიდა.

შეგახსენებთ, რომ  23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები დღემდე გრძელდება. საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს. თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics