|
2020-07-18 18:34:59, 9970 ნახვა
სპორტი
დაეკისრება თუ არა სანქციები საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ აზერბაიჯანელ ფეხბურთელს?!
საქართველოს ჩემპიონატის, „ეროვნული ლიგის“ გუშინდელ მატჩში საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ლეგიონერმა, აზერბაიჯანელმა ნიჯატ ყურბანოვმა თბილისი „მერანთან“ გოლის გატანა სპეციალური ჟესტით აღნიშნა, რითაც გოლი მის დაღუპულ თანამემამულეებს მიუძღვნა. ყურბანოვის პირველ კომენტარს „სამტრედიის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ - „ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა“. შეგახსენებთ, რომ ფიფას და უეფას რეგულაციებით საფეხბურთო მატჩის დროს პოლიტიკური ჟესტის გამოყენება იკრძალება, რის გამოც ადრეც დასჯილან ფეხბურთელები, მსგავსი აღნიშვნის გამო. რაც შეეხება სიტუაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საომარი სიტუაციები ყოველ დღე მწვავდება, რასაც დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)