06:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 10:26:13, 577 ნახვა

საზოგადოება
აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი მოადგილეს წარადგენს

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს 11:00 საათზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძეს წარადგენს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  სირაბიძე სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, ბოლოს კი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა.

მინისტრის ახალი მოადგილე კულტურის სფეროს მიმართულებას გაუწევს კოორდინირებას.

როგორც სირაბიძემ განაცხადა, მისი მუსაობის მიზანია მაქსიმალურად წარმოაჩინოს აწარის ისტორია და კულტურა.  

„აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას ჩემი მიზანია მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ აჭარის ისტორია და კულტურა; გავზარდოთ მასზე მოთხოვნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით; ჩვენი კუთხის მდიდარი კულტურა კარგად ნაცნობი, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების წინსვლას და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სფეროს განვითარებას“. – ამბობს ნათია სირაბიძე

ცნობისთვის, ნათია სირაბიძე გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელე მედიაში. იყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების - „დებატები“, „ამერიკა დღეს“ ავტორი და პროდიუსერი, დოკუმენტური ფილმების და სოციალური სარეკლამო რგოლების პროდიუსერი; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. წარდგენილი იყო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე „პეგასის ორდენზე“; არის სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics