|
2020-07-17 14:53:50, 10097 ნახვა
სპორტი
ესპანური გამოცემის, Marca-ს ყურადღების ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი მოექცა
ლა ლიგის დებიუტანტი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ესპანურ ლიგაში მე-3 ქართველი არის და მან რამდენიმე დღის წინ „ლევანტეს“ შემადგენლობაში ითამაშა ცნობილი სპორტული გამოცემის, Marca-ს ყურადღება მიიქცია. მადრიდულმა გამოცემამ სტატია ლა ლიგის დებიუტანტებს მიუძღვნა, სადაც რა თქმა უნდა გიორგი ქოჩორაშვილიც მოხვდა. „გლობალიზაციის შედეგად, ესპანურ ლიგაში ფეხბურთელები უამრავი ქვეყნიდან მოდიან. მათგან ბევრი საკმაოდ ეგზოტიკურია. მაგალითად, ხოსე ლუის როდრიგესი ალავესიდან, რომელიც სებასტიანი კომპანის, რომელ ფერნანდესის, დელი ვალდესის, ჯოის მორენოსა და რობერტო ჩენის შემდეგ, ლა ლიგაში მე-6 პანამელი ფეხბურთელია. აი, ლევანტემ კი 21 წლის ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი ათამაშა, რომელიც მისი ქვეყნის მე-3 წარმომადგენელია. მანამდე, ლა ლიგაში შოთა არველაძე (იგივე ლევანტე) და გიორგი დემეტრაძე (სოსიედადი) გვინახავს”, - ვკითხულობთ სპორტული გამოცემის სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)