23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 10:49:47, 3704 ნახვა

სამართალი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო „ნაცმოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ოთარ სირაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.

სირაძე დღეს ამბროლაურის პოლიციაში, ბრალის წარსადგენადაა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ ოთარ სირაძესა და მის ძმას გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics