|
2020-07-15 15:37:51, 2969 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა პასუხიხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება
თბილისის მერის, კახა კალაძის გნცხადებით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოონ. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)