23:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 15:22:11, 2529 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI“ გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისების მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ყაზბეგში ახალი სასტუმრო გაიხსნება. „360° HOTEL KAZBEGI“ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება და მასში 37 სასტუმროს ნომერი განთავსდება, სადაც 2 ნომერი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. (აქედან 5 ნომერი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის) სასტუმროში ასევე იქნება 60 კაცზე გათვლილი რესტორანი და „ლაუნჯ ბარი“ ტერასებით. აღსანიშნავია, რომ ასევე სასტუმროს ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სასტუმრო მომავალ წელს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით აუზის, სპა ცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის  გახსნასაც გეგმავს. სასტუმრო პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ადგილობრივი ინვესტიციით აშენდა.

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ყაზბეგს კიდევ ერთი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI “ შეემატება. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა და მითუმეტეს ტურისტული მიმართულებების ბიზნესისა, რადგან სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ინვესტიციას წარმოადგენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. გვჯერა, რომ ეს სასტუმრო მალე გადაიქცევა მომხმარებლისათვის საყვარელ ადგილად“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics