07:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 02:19:44, 1493 ნახვა

პოლიტიკა
კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძის განცხადებას სიყალბეს და ტყუილს უწოდებს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური მაგთიკომის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის კრიტიკას ტყუილს და სიყალბეს უწოდებს.

"გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია:

ორი ე.წ.:ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი თელიასონერაა, მეორე კი - ვიონი, ანუ ბილაინი. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება თელიასონერას ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. თელიასონერას საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან, მათი აზრით, საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. თელიასონერა მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს.

P.S. ხუთსაათნახევრიან საკომიტეტო მოსმენაზე ბევრმა მსგავსმა სიყალბემ გაიჟღერა. დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები". - თქვა ბექაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics