07:51 - 26 Jul, 2026
|
2020-07-10 13:59:32, 3327 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია კობერიძეს - ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია, მორჩი აქ „ბლატაობას“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა. „არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ „ბლატაობას“, - განაცხადა რომან კაკულიამ. „ვისთანაც გამსვლია და შენ გიყვირივარ. კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და საკითხი უნდა განვიხილოთ, ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს“, მიმართა კობერიძემ კაკულიას. ცნობისთვის, პარლამენტში „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)