|
2020-07-09 14:43:34, 11216 ნახვა
სპორტი
ვიქტორ სანიკიძე შენგელიაზე - ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს
"თორნიკე ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს" , - ამის შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკისა და სპორტის ერთმანეთში არევა არ უნდა ხდებოდეს. "მოსალოდნელი იყო, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს ამ ტრანსფერზე ასეთი რეაქცია ექნებოდა. რუსეთში მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით, მაგრამ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან ყოველთვის ვმიჯნავდი. თორნიკე ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს. თუმცა, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც სპორტი და პოლიტიკა არ ესმით, როგორც ჩანს, მათთვის სხვების კრიტიკა და შეურაცხყოფა მოსახერხებელია. შენგელიას ,,ცსკა-ში' გადასვლა მახარებს, ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ყველაზე სტაბილურ გუნდს უერთდება. ჩვენ საკუთარ საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით. პარკეტს მიღმა ან გასახდელში პოლიტიკას არასდროს არ განვიხილავდით. მერწმუნეთ, სხვა ბევრი სასაუბრო თემა არსებობს" , - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)