11:05 - 28 Jul, 2026
|
2020-07-09 13:36:36, 10996 ნახვა
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის გუნდში - ბედნიერი ვარ, რომ ევროპალიგის მოქმედ ჩემპიონებს შემოვუერთდი
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის გუნდში, მოსკოვის „ცსკ“-აში გადავიდა. კალათბურთელმა რუსულ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ცსკ“-ა შენგელიას გადასვლას „ტვიტერზე“ ქართულად გამოეხმაურა - „გელოდებით მოსკოვში“. თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ ტრანსფერზე განაცხადა, რომ იმედი აქვს ქართველი ხალხი ამ ცვლილებას გაგებით მოეკიდება. "იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ", - განაცხადა შენგელიამ. ამ წუთებში საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის პოზიცია უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)