23:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 13:04:46, 3493 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

„თიბისი“ ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა.  FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ. 

„მოხარული ვარ, რომ თიბისი FTSE4Good ინდექსში მოხვდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს  უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. თიბისი საქართველოში უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი მივცეთ სხვა კომპანიებსაც. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების და გარემოს წინაშე, რათა ყველა ჩართულ მხარესთან პირნათელი და ანგარიშვალდებული ვიყოთ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა.

FTSE4Good ინდექსის სერიები საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსია, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. იგი ორგანიზაციებს თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობით პრაქტიკების მიხედვით ზომავს და ინდექსს ანიჭებს. გამჭირვალე მენეჯმენტი და მკაფიოდ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ის კრიტერიუმებია, რომელიც კომპანიების საინვეტიციო პოტენციალს განსაზღვრავს. 

კომპანიები FTSE4Good ინდექსს ძირითადად შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ისეთი ფინანსური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირებულია მდგრად ინვეტიციებზე, სხვა გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი კომპანიების აღმოსაჩენად და მდგრადი ინვესტიის პორტფელების შესადარებლად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics