|
2020-07-09 11:15:17, 1560 ნახვა
საზოგადოება
13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა ნებადართული იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, კულტურული ღონისძიებების გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. „კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩატარებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)