|
2020-07-08 12:47:51, 2064 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტესტი, კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ისგან, ხოლო ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია - „Green lab/Biogene“-ისგან. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი განმარტავს აღნიშნული ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით, გადანაწილდება. „Covid-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა კორეული წარმოების 50 000 ანტიგენ ტესტი, ხოლო „გრინლაბი“-ს მიერ რეგისტრირებული 67 000 ანტისხეულის ტესტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)