03:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 15:17:43, 2373 ნახვა

სამართალი
ბორცვაძე შაქარაშვილის საქმეზე - ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები წაშლილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი და  ვერ მოხერხდა მათი ამოღება.

„ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამ საქმეზე ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტ ხანს ეს ჩანაწერები არ ინახება. ჩვენ მივმართეთ, ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება. თუმცა, ამის კომპენსირება  ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების  კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით. თბილსის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე , ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics