|
2020-07-01 11:27:48, 2289 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე საარჩევნო კოდექსზე - ეს კანონი მორგებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე
„ეს კანონი(საარჩევნო კოდექსი) მორგებულია პირდაპირ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ 3, ნახევრად შესრულებულია 7, საერთოდ შეუსრულებელია 17 „ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ 3, ნახევრად შესრულებულია 7, საერთოდ შეუსრულებელია 17. ეს კანონი მორგებულია პირდაპირ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე. დაფინანსებაც კი ისე გაკეთებული, რომ საერთოდ არ აინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები. დაფინანსება მიბმულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე. თითქოს და ქვეყანაში სხვა არჩევნები არ იყოს. გაფუჭებულია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაუწყებლობასთან დაკავშირებით, რეკლამა იქნება თუ სხვა რამ, ფაქტობრივად, შემოდის ცენზურა“, - განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)