|
2020-06-30 20:38:56, 2108 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია პარტიის შეხვედრა ამ საკითხს დაეთმოს
„ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია პარტიის შეხვედრა ამ საკითხს დაეთმოს“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გასამართ შეხვედრამდე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დამტკიცებული ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ის საკმაოდ ფართო ჩართულობით შეიმუშავეს. „განვიხილავთ პარტიაში პირველ რიგში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები. საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული ცვლილებები, შესაბამისად ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია, რომ პარტიაში შეხვედრა დაეთმობა იმ საკითხებს, რომლებიც წინასაარჩევნო თემებსა და პარტიას შეეხება.“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ამ წუთებში მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან და შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)