|
2020-06-30 13:52:30, 1837 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - სტიქიის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს კომპენსაცია მიეცემა, მეციტრუსე-ფერმერები სუბსიდირებით ისარგებლებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. სულ დაზარალებულად ჩაითვალა 900-ზე მეტი ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. „გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა მაღალმთიან აჭარაში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს, ფერმერს მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მიადგათ" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მეციტრუსე ფერმერებზე, რომლებიც არასტანდარტული ნაყოფის სუბსიდირებით ისარგებლებენ. „ჩვენ წელს ბიუჯეტში, შესაბამისი კორექტირების დროს უკვე გავითვალისწინებთ მეციტრუსეების პრობლემებს. გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სუბსიდირების საბიუჯეტო მუხლი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ნარინჯისფერი რთველი წელსაც წარმატებით ჩავატაროთ", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)