|
2020-06-29 11:37:18, 1257 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რომელიმე დეპუტატმა თუ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“
„რომელიმე დეპუტატმა თუ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასე, ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს. „რომელიმე დეპუტატმა თუ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასე, ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მგონია რომ არანაირი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცვლილებების მიღების პროცესს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)