|
2020-06-28 12:42:28, 2412 ნახვა
პოლიტიკა
ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროზონაში შესვლა
ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოაქლაეებსაც ევროკავშირიში შესვლა შეეძლებათ, - ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმების დოკუმენტში წერია. წინასწარი ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა შეათანხმეს დოკუმენტი, პარასკევს იქნა შემუშავებული თუმცა დეტალები უკვე ცნობილია. ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს საზღვარს პირველი ივლისიდან, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილი სიის მიხედვით გაუხსნის. პირველად სიაში იყვნენ აშშ, ბრაზილია და რუსეთი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ სამ ადგილს იკავებენ. თუმცა ამ ქვეყნებს, ევროკავშირში შესვლის უფლება შეზღუდული ექნებათ. რეკომენდაციის მიხედვით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანი სია უნდა შეიმუშაონ და შეაფასონ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაცია. ამისათვის მათ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ევროპული ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უნდა იხელმძღვანელონ. პირველ რიგში შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსგავსია ან უკეთესია ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ასევე გასათვალისწინებელია მათი უნარები, გაუმკლავდნენ ვირუსს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ტესტირებისა და კონტაქტების კვლევის შესაძლებლობები, ასევე რეკომენდაციების დაცვა აეროპორტებსა და საჯარო სივრცეებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)