03:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 10:46:56, 2115 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 25.40 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა(ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.20%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთის 34.18 მლრდ. ლარი შეადგინა.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სების ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცმული სესხების მოცულობა 28.45 მლნ ლარით(0.20%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოულრი ვალუტით გაცემული სესხების მოცულოვბა 3.45მლნ ლარით(0.02%-ით) გაიზარდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.20%-ით).

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.18 მლრდ ლარი.

„2020 წლის მაისის განმავლობაში 0.29-ით ანუ 48.59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 16.72 მლრდ ლარი შეადგინა.

ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის მთლიანი სესხის ლარიზაციის კოეფიციენტი 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით“, - განაცხადეს სებში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics