00:01 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 19:40:04, 1777 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი - ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება და ხელმომწერებმა პირობები კარგად იციან

ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება და ხელმომწერებმა პირობები კარგად იციან , - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიესალმება ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებას და იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენაზე ცვლილებებს ორივე მხარის მხარდაჭერა ექნება.

„მივესალმები ფაქტს, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. მსურს მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. არ ვაპირებ განვსაჯო ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, რომ იმუშაონ ერთობლივად. იმედი მაქვს საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. დეტალებს არ განვიხილავ, 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის პირობები. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს“ , - განაცხადა ადამ კინზინგერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics