21:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 12:20:56, 1416 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მინდა თანაბრად გამოვყო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში

მინდა თანაბრად გამოვყო მმართველის გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი უჭირავს ელჩებსა და დიპლომატებს.

„ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. შეგახსენებთ რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა 2018 წელს მიიღე დემოკრატიული განვითარებითვის უმნიშვნელოვანესი სისტემა.  არაერთმა მოწვევის პარლამენტმა პოლიტიკური წარსულიდან განიხილა ეს საკითხი. მე მინდა მკაფიოდ გამოვყო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის როლი და მხარდაჭერა ამ საკითხში. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა ვალდებულება ჩაგვეტარებინა საჯარო განხილვები, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ამისთვის დროს გვქონდა და მიუხედავდ იმის, რომ არსებობდა პანდემია, საქართველომ, მისმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ შესძლო ვირუსის შეკავება. შესძლო საკონსტიტუციო რეფორმის აღდგენა, ჩატარება და დასრულება. დღეს ეს პროცესი კანონდებლობით არის დასრულებული. ახლა კი გადავდივართ ეტაპზე, როდესაც თქვენ მეგობრებო უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

მადლობა მინდა გადავუხადო ელჩებს, დიპლომატებს, რომლებმაც დიდი წვრილი შეიტანეს პოლიტიკური დიალოგის დასრულებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი ევროპის ელჩს საქართველოში, მადლობას ვუხდი გერმანიის ელჩს საქართველოში და მადლობას ვუხდი ევროპის საბჭოს დელეგაციის  წარმომადგენელს. მათ დიდი როლი ითამაშეს ამ შეთანხმების მიღწევაში, სწორედ ამ შეთანხმების გამო შესაძლებელი გახდება მივიღოთ გადაწყვეტილება მრავალ პარტიული პარლამენტის შესახებ“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics