|
2020-06-19 23:13:50, 1447 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართება
რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისის „გავრილოვის ღამი“-დან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით პარლამენტთან აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრმა, ზუკა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, შეკრების მიზეზი იგივეა, რაც 2019 წლის 21 ივნისს იყო. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან. ავტობუსების - N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გავრილოვი იმყოფებოდა, რამაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია 20 ივნისს გვიან ღამით დაიძაბა, რასაც ხელისუფლების მიერ აქციაზე მყოფების დარბევა მოყვა. აქციის მონაწილეების დარბევა 21 ივნისის დილამდე გრძელდებოდა. რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მძიმედ დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)