21:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 22:39:37, 1466 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საზოგადოებას დავპირდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით - დაპირება შესრულებულია

საზოგადოებას დავპირდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სისტემაზე გადავიდოდით - დაპირება შესრულებულია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში პროპორციული არჩევნების სისტემის თარიღის ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ საქართველო გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ეს დაპირება არის შესრულებული და ჩაწერილია კონსტიტუციაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პირველად, საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს.

2024 წელს კი, ჩვენ სრულად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე. 2020 წელს კი ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა იყო თარიღის შეცვლაზე. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics