20:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 20:00:36, 1280 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ანა დოლიძის გათავისუფლებაზე - ველოდები, რომ ქალბატონი ანა დოლიძე დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს

ველოდები, რომ ქალბატონი ანა დოლიძე დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლება აქვს.

„ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი.

სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics