20:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 22:48:40, 1314 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე, იყო სამარცხვინო

ზურაბიშვილის განცხადება იყო სამარცხვინო , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიდა ამბებში ლანძღვას არ ერიდება და საჯარო მუქარაზე კომენტარს არ აკეთებს.

„მინდა გამოვყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადება, სადაც მან თქვა სრულიად უაზრობა - მე ვერ ვრეაგირებ ვერაფერზე,  მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარო. გამოძიება არ დამთავრებულა და კადიროვის განცხადებაზე ვერ ვრეაგირებო. რა შუაშია გამოძიება? ამ ტიპის განცხადება პირდაპირი მუქარაა შენი ქვეყნის მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში ჟურნალისტზე. არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან. მტკიცებულებები არსებობს, რომ კადიროვი საზარელი მკვლელობების ინსტრუმენტია. რატომ შეიძლება ამაზე კომენტარი მოგერიდოს? პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი ვარო. შიდა ამბებში ლანძღვას არ ერიდება და ამ შემთხვევაში კომენტარს მოერიდა? ეს არის უმძიმესი სურათი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics