20:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 21:53:14, 1373 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმ დონეზეა, რომ პუტინი კი არა, კადიროვი არ გააღიზიანონ იმაზე ზრუნავენ

ხელისუფლება იმ დონეზეა, რომ პუტინი კი არა, კადიროვი არ გააღიზიანონ იმაზე ზრუნავენ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მზგავსი ქმედება ამორალიზმი და უზნეობაა.

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, სახელმწიფოებრიობის გაგება, შეუძლებელია ამ ფაქტის თაობაზე რაღაც დონეზე პოლიტიკური პროტესტი რუსეთის მიმართ არ გამოეთქვა. პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ლამის ამ დონეზეა ხელისუფლება დაშვებული. ასე ლაპარაკობს პრეზიდენტით დაწყებული დეპუტატებით გაგრძელებული. ამის გარდა, კიდევ არის ხელის გაშვერა პოლიტიკურ ოპონენტებზე შიგნით. იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლის მხარდაჭერადაც მოიაზრება ის ჟურნალისტი, რომელზეც აპირებდნენ თავდასხმასა და მკვლელობას. სიგიჟეში ვართ.

ამას ამორალიზმი ჰქვია და უზნეობა, ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს სცდება, როდესაც შენ პუტინის, კადიროვის სხვა ქვეყნის მტრების ინტერესებს, მათ წინაშე რიდს, შიშს, გნებავთ პოლიტიკურ გათვლას აყენებ უფრო წინ, ვიდრე შენი ქვეყნის მოქალაქის, თუნდაც შენი პოლიტიკური ოპონენტის სიცოცხლეს. ამაზე უარესი რა უნდა ქნა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics