|
2020-06-17 18:00:30, 1305 ნახვა
საზოგადოება
აქტივისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნა გააპროტესტეს
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალის პარალელურად პარტია „ლელოს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტებმა ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა გააპროტესტეს. ფიცის დადების ცერემონიაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩავიდა, რომლებიც აქტივისტებმა გააკრიტიკეს. საპასუხოდ კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდებს არ ესმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფით პრეზიდენტსაც აყენებენ შეურაცხყოფას. „სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, გარეთ რომ არიან არ ესმით, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს კონსტიტუციისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაცაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი იქნება.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)