19:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 16:57:27, 1195 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ

ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი მდინარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს ჟურნლაისტებმა გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე კითხვა დაუსვეს. ჟურნალისტებს ელჩმა უპასუხა, რომ გამოძიეიბს შესახებ დეტალებს არ ფლობს.

„ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. როგორც ჩანს, ამის შესახებ მას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა ელჩს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მივეჩვიეთ, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს გვისვამთ შეკითხვებს, რაზე პასუხიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსაც გაუჭირდება, თუ უშუალოდ არ არის საქმის გამოძიებაში ჩართული. ეს ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ და ხშირად არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ კითხვებზე დეტალურ ვერსიებს განიხილავენ ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics