|
2020-06-16 23:10:19, 1241 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ქართველებს შეგვიძლია ეს ვირუსი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა
ქართველებს შეგვიძლია ეს ვირუსი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებული სახელმწიფო მზგავსი ერთობლივი შრომით ყალიბდება. მსგავსი სახის გლობალურ გამოწვევას, ვერც ერთი უწყება ცალკე აღებული და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ესაა გუნდური, კომპლექსური მუშაობა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისაც, ყველასი ერთად. როდესაც ვუყურებთ იმ თვალსაჩინო შედეგებს, რომლებიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რომ პანდემია ან ვირუსი დავამარცხეთ, ეს არის უბრალოდ ის, რომ შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო ერთობლივი შრომა. როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე იქმნება კოორდინირებული თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება სახელმწიფოს, სხვადასხვა უწყებების, სამოქალაქო სექტორის, ყველასი ერთად, სწორედ, ამას ვგულისხმობ, რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია ვინმემ ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს, კომპლექსური გამოწვევაა. შეუძლებელია საქართველომ ცალკე აღებულმა დაამარცხოს ვირუსი, ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც შეუძლებელია დააღწიოს თავს ვირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან. ესეც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის ის რასაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. თვალსაჩინოა დღეს, რომ პოსტ-პანდემიური მსოფლიო იქნება სხვანაირი, მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და, საერთოდ, გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი და დღეს ჩვენ, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს 4 თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ, შეგვიძლია ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა - ჩვენი წარმატება მომავალ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი მიზანი,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)