04:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 10:22:22, 1644 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი - შიდა ტურიზმის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის

„15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, როგორც კოვიდ - ისგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნის, პოზიციონირებისთვის, ასევე ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შიდა ქართლში, კურორტ ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების“ ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო „მწერლები“ შიდა ქართლში ერთ-ერთი პირველი მაღალი კატეგორიის სასტუმროა, რაც ძალიან მისასალმებელია.

მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განვითარებას.

სასტუმრო "მწერლები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტია. სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, იგეგმება სასტუმროს გაფართოება და დამატებით 40 ნომრის დამატება.

სასტუმროს გახსნაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, პარლამენტარმა სიმონ ნოზაძემ და სასტუმრო „მწერლების" მფლობელი კომპანიის „ლუკექსპოჯორჯიას" დირექტორმა ლუკა სამხარაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics