|
2020-06-15 18:14:10, 1239 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი RSM-ის გადასროლისწინა მომზადების საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მომზადების პროცესს გაეცნო, საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებული საერთაშორისო მისია უსურვა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ უწყებას გააჩნია ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს. დღემდე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ჩატარდა. სტუმრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მისიისთვის მომზადების დეტალები გააცნეს, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელიც კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციას მოიცავდა. წვრთნის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა დაჭრილების ევაკუაცია „იროკეზის“ საშუალებით განახორციელეს. ამ ეტაპზე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. სწავლებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრნენ. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა დაახლოებით 600-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)