10:54 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 16:15:06, 1353 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა

8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ,  ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცხოველის ლეტალობა  9 ივნისს დაფიქსირდა.

„ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად  ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.

2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics